რუსული კლუბის მატჩი სტრიპტიზის პროგრამაში [VIDEO]

1999 წლის 26 ნოემბერს, უეფას თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს სპარტაკი და ლიდსი შეხვდნენ. თამაში მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, გაუსაძლისი ყინვის გამო, ბულგარეთში გადაიტანეს. 

 

ზოგადად, ლიდსი მეტოქის მოედანზე ჩასვლას ერიდებოდა. ამავე წლის სექტემბერში, პარტიზანთან ბელგრადში სათამაშოდ გაფრენა არ უნდოდათ, მიზეზად კი არასტაბილური მდგომარეობა მოჰყავდათ. მანამდე, 1 თვით ადრე, სპარტაკმა იუგოსლავიის დედაქალაქში, სრულ სიწყნარეში, ითამაშა.

 

ამ მოგზაურობაში, სპარტაკის გულშემატკივრებმა ამერიკის დროშა დაწვეს და ცრვენა ზვეზდას ქომაგებს დაუმეგობრდნენ. რამდენიმე თვით ადრე, ნატოს ძალებმა სერბეთი დაბომბეს...

 

სპარტაკმა ბულგარეთის დედაქალაქში ლიდსს 2:1 მოუგო და რუსეთში ეს ისე გაუხარდათ, რომ ყველა მთავარმა არხმა აჩვენა, მათ შორის, დიდების ტელევიზიამაც...