ზიდანი : "არსად წასვლას არ ვაპირებ"

ზინედინ ზიდანმა დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა : 

 

" არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ, გუნდში ვრჩები და მუშაობას ვაგრძელებ. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახდინეთ, შეგვეძლო ეს მატჩი მოგვეგო. ახალ ცუდი შედეგები გვაქვს და ცუდი სიტუაციაა, რთლი მომენტი დგას, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვგრძნობ ძალას, შემიძლია სიტუაცია გამოვასწორო, ეს მატჩი უკვე წარსულია, ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ" - განაცხადა ზიდანმა.

 

რაც შეეხება უკრაინაში გამართულ შეხვედრას, მატჩი დონეცკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. "შახტარმა" მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე სამეფო კლუბი ზედიზედ ორჯერ დაამარცხა.

giorgi ratiani 02 დეკემბერი 2020 -19:17