ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში იუვენტუსმა კიევის დინამოს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. თითო გოლი ფედერიკო კიეზამ, კრიშტიანუ რონალდუმ და ალვარო მორატამ გაიტანეს.
კიეველებთან შეგდებული ბურთი გამორჩეულია კრიშტიანუ რონალდუსთვის. პორტუგალიელმა კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგია. რონალდუმ 5 გოლი სპორტინგში გაიტანა, შემდეგ მანჩესტერში 118 ბურთი შეაგდო, 450 გოლით რეალის გულშემატკივრები გაახარა, 75-ჯერ იუვენტუსისთვის შეაგდო, პორტუგალიის ნაკრებში კი 102 გოლი გაიტანა.
რონალდუ შესანიშნავ ფორმაშია. 35 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.