AO - მეორე წრის საინტერესო ამბები

 ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მძიმე ბრძოლაში (5 სეტში) დაამარცხა იტალიელი სტეფანო ტრავალია და გავიდა მესამე წრეში, სადაც მეტოქედ სტეფანოს ციციპასი ელოდება.

 

-კევინ ანდერსონი ნაადრევად ეთიშება ტურნირს ახალგაზრდა ფრენსის ტიაფოსთან.

 

- 37 წლის ჩოგბურთის ლეგენდამ, როჯერ ფედერერმა მელბურნში რიგით 96-ე შეხვედრა მოიგო.

 

- რაფაელ ნადალი ტრავმის შემდეგ კორტზე დაბრუნებას სეტწაუგებლად განაგრძობს. მესამე წრეზე მას მეტოქედ ალექს დე მინაური ჰყავს.

 

- ოპელკა, რომელმაც 5 სეტიან შეხვედრაში 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 67 ეისი მოაწოდა შეხვედრის მოგება მაინც ვერ მოახერხა.

 

-მარია შარაპოვამ 2 წრის შემდეგ, მხოლოდ 3 გეიმი დათმო. მესამე წრეში ის კაროლინ ვოზნიაცკის ეთამაშება

 

-ლეგენდარული ბობი და მაიკ ბრაიანების დაბრუნება სლემზე ორი მოგებული ტაიბრეიკით დაიწყო.

 

- კარლოვიჩის და ნიშიკორის თითქმის 4 საათიან შეხვედრაში, 39-წლის ვეტერანმა ჩოგბურთელმა 59 ეისის მოწოდება მოახერხა, თუმცა მატჩში მაინც დამარცხდა. 

 

-რაონიჩმა ვავრინკას დამარცხება 4 ტაიბრეიკის საშუალებით (3:1) მოახერხა.

 

-მამაკაცებს შორის მეორე ტურში ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა კოლშრაიბერსა და სოუზას შორის შედგა, სადაც გამარჯვებული პორტუგალიელი გამოვიდა. მატჩი 4 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. 

 

- ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა 19 წლის ავსტრალიელ 149-ე ჩოგანთან 5:7, 4:6, 0:2-ის შემდეგ მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა და ტურნირს გამოეთიშა.

 

-ჯოკოვიჩმა მარტივად 2 საათსა და 9 წუთში მოახერხა ცონგას დამარცხება.

 

- ალექსანდრ ზვერევს თითქმის 4 საათი დასჭირდა ჟერემი შარდის დასამარცხებლად.

 

- კაროლინა პლიშკოვა მესამე წრეშია, მისი ტყუპისცალი კრისტინა კი ტოვებს ტურნირს.

 

- დები სერენა და ვინუს უილიამსები რიგით მესამე შეხვედრის მოლოდინში არიან.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.