მარადონა: ერთხელ რონალდოსთან...

ერთ დროს ბრაზილიის ნაკრების მთავარვარსკვლავმა, რონალდომ, დიეგო მარადონას შესახებ ილაპარაკა.

„დიეგოს წასვლა ძალიან მძიმედ გადავიტანე. მისი გარდაცვალების ამბავმა გამანადგურა. დიდ სიყვარულს ვუგზავნი მის ოჯახს. მან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ.

 

Ronaldo: Maradona 'The Greatest´

 

ერთხელ ის მადრიდში მეწვია. ერთად ვივახშმეთ. დიეგოს ორივე ხელზე საათები ეკეთა და მითხრა უამისოდ სახლიდან არ გამოვდივარო. როცა ვკითხე, რად უნდოდა ორი საათი, მიპასუხა: ერთი ჩემმა ქალიშვილმა მაჩუქა და არასოდეს ვიხსნიო. ვახშმის ბოლოს ერთი საათი მოიხსნა და მაჩუქა. უარზე ვიყავი, მაგრამ სერიოზულად გაბრაზდა. სხვა რა გზა მქონდა, გამოვართვი.

ის საათი ახლაც მაქვს და ცხოვრების ბოლომდე შევინახავ, დიეგოს კეთილშობილებისა და ჩვენი მეგობრობის სახსოვრად,“ - თქვა „კიჭამ“...

ზაალ მუჯირი 03 დეკემბერი 2020 -18:11