ლოჩოშვილი "ცსკასთან" შეუდარებელი იყო

ევროპა ლიგის მეხუთა სათამაშო ტურის შეხვედრაში მოსკოვის "ცსკა" ავსტრიულ "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდა. შეხვედრას სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი დატვირთვა ქონდა, ამ გუნდების პირველი შეხვედრა ავსტრიაში ფრედ დასრულდა. გუშინდელ მატჩში სრულად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ავსტრიული მედია ჩვენებურის თამაშს დადებითად აფასებს და ამბობს რომ ლუკა მოედანზე ძალიან კარგად მოქმედებდა, მან ცსკას შემტევებს გასაქანი არ მისცა და ყველა შეტევის ჩაშლას ცდილობდა, პოზიციურად კარგად თამაშობდა და დაცვის ხაზში ჰარმონიულად მოქმედებდა. საბოლოოდ მატჩი ავსტრიელების გამარჯვებით 0-1 დასრულდა, "ვოლფსბერგერი" ბოლო ტურის მატჩს შინ "ფეიენოორდის" წინააღმდეგ გამართავს, არ დამარცხების შემთხვევაში კი პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. სათადარიგოთა სკამზე იყო ავსტრიული გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი, გურამ გიორბელიძე. ცსკას რიგებში სრულად იასპარეზა კონსტანტინე მარადაშვილმა.

 

კვიპროსში "ომონიასთან" დამარცხდა სალონიკის "პაოკი", ბერძნები ამ წაგებით ჯგუფში ჩარჩნენ, შეხვედრაში მონაწილოება არ მიუღია ნიკა ნინუას, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა. 

 

განაცხადში არ ყოფილა გიორგი ჩაკვეტაძე, "გენტი" შინ "ლიბერეცთან" დამარცხდა და ბელგიელებიც ასპარეზობას ჯგუფურ ეტაპზე ასრულებენ.

giorgi ratiani 04 დეკემბერი 2020 -13:23