დინამოებმა მოსაგები მოიგეს

ეროვნულ ლიგაში 2 გადადებული მატჩი გაიმართა. ჩემპიონობისთვის მებრძოლებმა ბათუმის დინამომ და თბილისის დინამომ 3-3 ქულა ჩაიწერეს. 

 

მოქმედმა ჩემპიონებმა სამტრედიას უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს. ეს ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გავიდა. ალეკო ჩაკვეტაძემ საჯარიმოში ბერნამბუკოს წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა. 

 

დინამომ დაგეგმილი 3 ქულა აიღო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჩისკოს გუნდს ბოლო ტურში მერანთან ჩემპიონობისთვის ქულის აღებაც ეყოფა. 

 

მეორე მატჩში დინამო ბათუმი სამტრედიას ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში გოდფრი ობოაბონამ მე-11 წუთზე გახსნა, აჭარელთა ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვეშის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით შეაგდო. 31-ე წუთზე ჯანელიძემ საჯარიმოში ნიქაბაძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, სტანდარტი კი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა. ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი გურამ ადამაძემ გაქვითა. 

 

ბათუმის დინამო ბოლო მატჩს ჩიხურასთან გამართავს. ჩემპიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება თუ თავად საჩხერელებს მოუგებს, თბილისის დინამო კი ბოლო ადგილოსან მერანთან დამარცხდება.