ზიდანი სობოსლაის პირადად დაუკავშირდა

მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე 20 წლის უნგრელი ტალანტი დომინიკ სობოსლაი იქნება, სამეფო კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "რედ ბულ ზალცბურგთან", კონტრაქტის თანახმად ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს, მადრიდელები მზად არიან ეს თანხა ზამთარშივე გადაიხადონ და დომინიკი თეთრებს რიგებს შეუერთდეს. უნგრულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ზინედინ ზიდანია, ეს უკანასკნელი დომინიკს ტელეფონით პირადად ესაუბრა და უთხრა რომ მისი ხილვა სამეფო კლუბში სურს, ფეხბურთელი ფრანგის ზარმა აღაფრთოვანა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უდიდესი ალბათობით უნგრელი მადრიდის "რეალის" მაისურს მალე მოირგებს.

giorgi ratiani 05 დეკემბერი 2020 -18:17