ავსტრალიას ახალი დედოფალი ეყოლება

მარია შრაპოვა აღარ ხუმრობს

ორი ლამაზმანის დაპირისპირება თვალსასეირო სანახავი გამოდგა, რომელსაც არც დაძაბულობა და დრამატიზმი აკლდა. ქალთა შორის, ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი ტრიუმფატორი, კაროლინ ვოზნიაცკი შინ მიემგზავრება. დანიელი ჩოგბურთელი მარია შარაპოვას დაეჩაგვრინა.

 

შარაპოვა და ვოზნიაცკი კარიერაში ერთმანეთს მეცამეტედ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში რუსი ჩოგბურთელის უპირატესობა თვალსაჩინო იყო. შარაპოვას ვოზნიაცკი 9-ჯერ ჰყავდა დამარცხებული, ახლა კი მეათედაც მოუგო და წლის პირველი დიდი სლემის მეოთხე წრეში გავიდა.

 

მატჩი, რომელიც ორსაათნახევარს გაგრძელდა - შარაპოვას სასარგებლოდ 6:4, 4:6, 6:3 დასრულდა. 

 

რუსი მეჩოგნე, რომელსაც მელბურნის კორტებზე 2008 წელს უჩემპიონია, მომდევნო წრეში ავსტრალიელ ეშლი ბარტის დაუპირისპირდება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.