საზიზღრობა

 

 

 

 

 

 

 

სამშაბათ საღამოს, პარიზში ჩემპიონთა ლიგაში აქმდე არნახული რამ მოხდა: პსჟ - ბაშაკშეჰირის მატჩის მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როცა მონასტერი აირია.

მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. ოვიდიუ ჰაცეგანის მეთაურობით. სათადარიგო არბიტრი 43 წლის სებასტიან კოლცესკუ გახლდათ, რომელმაც ამ ეპიზოდში მასპინძელთა მხრიდან წესის დარღვევისას, მთავარ მსაჯს მიკროფონით ყურში უთხრა: ბაშაკშერირის ერთ-ერთი მწვრთნელი, პიერ ვებო, ზედმეტად ემოციურად გამოხატავს გრძნობებსო, თან სიტყვა negro იხმარა: შავი კაცი ზის სათადარიგოთა სკამზე, ზედმეტად აქტიურობს. გაარკვიე, ვინ არის. ასე მოქცევა არ შეიძლებაო.

 

Champions League 2020: Paris Saint-Germain, Istanbul Basaksehir walk off,  racism allegations, protest, world reacts, football

 

ეს სიტყვები ვებომ გაიგო და აღშფოთდა, მსაჯს რასიზმში დასდო ბრალი. მას მხარი თურქული გუნდის ლეგიონერმა, დემბა ბამაც აუბა მხარი: „თქვენ არასოდეს ამბობთ ეს თეთრი ბიჭი. ამბობთ - უბრალოდ ეს ბიჭი. მაშ რატომ ამახვილებთ ყურადღებას ფერადკანიანზე და negro-ს უწოდებთ?“ ყვიროდა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბა. პირდაპირ ეთერში მისი სიტყვები კარგად ისმოდა.

კამერუნელს მხარი თურქული გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებმაც აუბეს, მსაჯს გარშემო შემოეხვივნენ და სულ რასისტი უძახეს.

მეტიც, ვებოს, მასპინძელი პსჟ-ის მოთამაშეებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა და სტუმარ ფეხბურთელებთან ერთად დატოვეს მინდორი.

თურქული კლუბის ტვიტერზე მაშინვე გაჩნდა წარწერა - არა რასიზმს.

 

PSG vs Istanbul Basaksehir game abandoned after fourth official accused of  racism - Irish Mirror Online

 

მატჩის დელეგატმა ფეხბურთელების მინდორზე დაბრუნება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისიც კი თქვეს, კოლცესკუ VAR-ის მსაჯს გაუცვლის ადგილსო. მაგრამ სტუმრები არ ცხრებოდნენ და მის დელეგაციიდან გარიცხვას მოითხოვდნენ. გუნდები გასახდელში კიდევ დიდ ხანს დარჩნენ, თუმცა მატჩი აღარ განახლებულა.

დილით უეფამ გამოაცხადა, რომ შეხვედრა 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21 საათსა და 55 წუთზე დაიწყება მე-14 წუთიდან, ანუ იმ დროიდან, როცა შეწყდა. ცხადია, სხვა მსაჯთა ბრიგადის თანხლებით. უეფამ პარალელურად გამოძიებაც დაიწყო, რომლის შედეგებსაც მალე გამოაცხადებენ და კოლცესკუს ალბათ მკაცრი სასჯელი არ ასცდება.

ამასობაში რუმინულმა გაზეთებმა მსაჯის პირადული რაღაც-რაღაცეებიც გამოამზეურეს. მაგალითად ProSport წერს, რომ თავის დროზე კოლცესკუ, შინაურ ჩემპიონატში თავსდატეხილი კრიტიკის გამო, თავის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ არასწორად გაუგეს.

წუხელ კი Marca-ს უთხრა: „არ ვაპირებ უახოლეს დღეებში ახალი ამბების გაცნობას. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ რასისტი არ ვარ, ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ ასეა.“

 

PSG, Basaksehir players walk off over alleged racism by match official

 

სხვათა შორის, ამ მატჩის შედეგს, ბაშაკშეჰირისთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა, თურქული გუნდი ჯგუფში ყველა შემთხვევაში ბოლო ადგილზე რჩებოდა. მანჩესტერ იუნაიტედის ლაიპციგთან წაგების შემდეგ კი (2:3), პსჟ მაინც გავიდა ფლეი ოფში.

საქმეში პოლიტიკოსებიც ჩაერივნენ. მაგალითად თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Reuters-ს უთხრა: „ასეთი მიდგომა დაუშვებელია. ჩვენ ისევ ჩვენს აზრზე ვრჩებით. საფრანგეთი გახდა ქვეყანა, სადაც რასისტული ქმედებები და რიტორიკა მატულობს.“

ოთხშაბათ დილით ევროპული გზეთები რისხვისა და სასოწარკვეთილების ნარევი სათაურებით გამოვიდა. ფრანგული L 'Equipe, მაგალითად, თავფურცელზე წერდა:"Le Ras-Le-Bol," რაც ორაზროვანი ფრაზაა და ნიშნავს: „საზიზღრობაა,“ ან „საკმარისია, დავიღალეთ.“

თურქულმა FotoMac-მა კი მომხდარს „ჩემპიონთა ლიგის სირცხვილი“ უწოდა.

ისტორია გრძელდება.

No description available.