მოურინიოს არჩევანი...

რომელია თქვენი ფავორიტი? 

ისევე როგორც, მანამდე სხვა არაერთი ფეხბურთელის თუ მწვრთნელის შემთხვევაში, 55 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის გარშემოც მსგავსი სცენარი განვითარდა, როდესაც მას ოქროს ბურთის  5-5-ჯერ მომგებ ფეხბურთელებს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს.

 

"ვფიქრობ, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ერთი უკეთესია მეორეზე, ეს ორივესთვის უსამართლობაა. მიმაჩნია, რომ ისინი უბრალოდ განსხვავებულები არიან.

ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი,  რონალდუსთან მუშაობის შესაძლებლობა რომ მომეცა, ხოლო როცა ჩემი გუნდი მესის წინააღმდეგ თამაშობდა, უამრავი ფიქრი და მუშაობა მიწევდა იმაზე, თუ როგორ შეგვეჩერებინა ის.

აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ამდენი წლის მანძილზე ორივე მათგანი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს.  ერთხელ და ორჯერ გამარჯვება ყველას შეუძლია, თუმცა გამუდმები იყო უმაღლეს მწვერვალზე  ძალიან რთულია.

 


არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ქარიშხალს ჰგვანან - უცბად ჩამოიქროლებენ და შემდეგ ქრებიან. ისინი კი უმაღლეს დონეზე 10 წელია თამაშობენ და ასე იქნება სანამ კარიერას არ დაასრულებენ".-ამბობს ჟოზე მოურინიო.

 

პორტუს, მადრიდის რეალის, ინტერისა და ჩელსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ დეკემბერში მანჩესტერ იუნაიტედიდან გათავისუფლების შემდეგ, მას პენსიაზე გასვლა არ განუზრახავს.

 

"მინდა მწვრთნელობა ისევ გავაგრძელო. მე მაღალ საფეხბურთო საფეხურზე ვარ და აქ დარჩენა კვლავ მსურს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. მართალია ფეხბურთში უკვე დიდი ხანია ვმუშაობ, თუმცა 56 წელი პენსიაზე გასასვლელად ადრეა.

 


ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ამ კვირაში ლალიგაში მე-400 გოლი გაიტანა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნული შედეგის დაფიქსირება შეძლო. მაშინ როდესაც, რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მილანის კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ტურინის იუვენტუსს იტალიის მორიგი სუპერ თასი მოაგებინა.

 

...და რომელია თქვენი ფავორიტი? მესი თუ რონალდუ?