დათო ნოზაძე კარგი მწვრთნელია

ტიტების სამწვრთნელო გუნდი სოლიდურად გამოიყურება. ოთხი დასაქმებული ადამიანიდან 2 საქართველოს ნაკრების წევრი იყო.

ამ ორიდან 1 ლეგენდაა. და, მეორეს დღემდე აქვს ყველაზე სწორი და ლამაზი სროლა. ქართველებში.

მოკლედ, ლეგენდა არის მანუჩარ მარკოიშვილი (მთავარი მწვრთნელი) და, ლამაზი სროლის ამბავში ვიხსენებთ ბესო ლეჟავას. რომელმაც მოთამაშის კარიერა დახურა და ასისტენტობს.

გვრჩება კიდევ ორი მწვრთნელი.

ორივე ნოზაძეა.

ერთი, უფროსი, დათო და მისი ძმა, რომელიც ასაკით, გამოცდილებით და ერუდირებით უმცროსია.

დათო ტიტებში ბევრს აკეთებდა და მჯერა, რომ მანუჩართან ერთად მისი როლიც გაიზრდება. და, პარალელურად - მნიშვნელობაც. საერთოდ, საქართველოში ახალგაზრდა მწვრთნელების ძალიან კარგი თაობა მოდის და უკეთესი იქნება, თუ ნიჭს და ბევრ სხვა აუცილებელ ფაქტორს უფრო დააფასებენ.

მოკლედ, ნოზაძეზე ვსაუბრობთ.

მთავარი მწვრთნელი ყოველთვის უნდა გრძნობდეს ასისტენტის ნდობას. ასისტენტი არ არის მხოლოდ მასზე ერთი რანგით დაბალი სპეციალისტი. არა, აქ, უბრალოდ, როლებია განსხვავებული. ასისტენტი ხანდახან, უფრო მეტსაც ასრულებს, თუმცა წინა პლანზე რჩება მთავარი, რომელსაც ეს სტატუსი დამსახურებებით აქვს მიღებული. ეს ნორმალური პროცესია.

ტიტებში კარგი სვლები წამოვიდა. საინტერესო ლეგიონერები, კარგი ვეტერანები. და, ამ ყველაფერს დაბალანსება სჭირდება. სიღრმე უნდა დაანაწილო, რომ სადღაც, სიცარიელე არ დაგრჩეს. და, ტიტებში ამას (და, კიდევ ბევრ სხვა საქმესაც) მთავართან ერთად ნოზაძეები აკეთებენ. თავიდან, ბევრად უფრო ჩართული იყო შენების და შექმნის პროცესში დათო და ნელ-ნელა, მისი პატარა ძმაც (ალექსანდრე) უმატებს.

ტიტების გარდა, კიდევ რამდენიმე გუნდში არის საინტერესო სამწვრთნელო შტაბი, მაგრამ დღეს ტიტები იყოს. და, ბრავო მანუჩარს, რომ კიდევ ერთი გამოწვევა მიიღო.

ასისტენტის გარეშე კი მოგება მაგარი რთულია. ისტორია ასე ამბობს. და, ჩვენ გვჯერა.

წარმატებები ნოზაძეებს და მანუს.