ზიდანი სეზონის ბოლოს წავა

აი, ამბავი: ესპანური პრესა იტყობინება, რომ შედეგის მიუხედავად ამ სეზონის შემდეგ მადრიდის რეალის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პოსტს დატოვებს.  მიზეზი პრეზიდენტს ფლორენტინო პერესთან მისი გაფუჭებული ურთიერთობაა. საქმე ის გახლავთ, რომ ფრანგი კატეგორიულად ითხოვდა კილიან მბაპეს და სადიო მანეს შეძენას, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა გაატარა და ეს ტრანსფერები ვერ, ან არ გააკეთა.

 

Real Madrid chief Florentino Perez 'upset' with Zinedine Zidane after  Bale's move to Spurs

 

და აბა გამოიცანით, ვის უწინასწარმეტყველებენ ზიდანის ადგილს?

რა თქმა უნდა, არგენტინელ მაურიციო პოჩეტინოს, ვინც ბოლოს ტოტენჰემს თავკაცობდა და სხვა ბევრი კლუბის სასურველი მწვრთნელია.

ზაალ მუჯირი 11 დეკემბერი 2020 -13:31