"ლოჩოშვილი გაუვალი კედელია " - ვოლფსბერგერი პლეი-ოფშია

"გაუვალი როგორც კედელი" - ასე შეაფასა ავსტრიულმა მედიამ ლუკა ლოჩოშვილის მორიგი მატჩი ევროპა ლიგაზე. "ვოლფსბერგერმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში როტერდამის "ფეიენოორდი" 1-0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისად ლოჩოშვილი, გიორბელიძესთან ერთად პლეი-ოფში იასპარეზებს.

 

ლოჩოშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და დაცვაში კარგად გაისარჯა, გიორბელიძე სათადარიგოთა სკამზე იყო.

 

გათამაშებას გამოეთიშა პოზნანის "ლეხი", ნიკა კაჭარავა ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.

 

ტურნირი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა სალონიკის "პაოკმა", ნიკა ნინუა სათადარიგოთა სკამზე იყო.

 

ბოლო ადგილით გამოეთიშა ტურნირს "გენტი", გიორგი ჩაკვეტაძე სამწუხაროდ განაცხადში კვლავ არ ყოფილა.

giorgi ratiani 11 დეკემბერი 2020 -18:27