კვლავ ტრავმა - ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებულია

სამწუხაროდ გიორგი ჩაკვეტაძესთვის 2020 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულებულია, ფეხბურთელმა ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გოლითაც გამოირჩა, ის "გენტთან" ერთად ევროპა ლიგის მატჩის სათამაშოდ გერმანიასაც ესტუმრა, თუმცა მოულოდნელად კვლავ მუხლის არის დისკომფორტი იგრძნო და საწვრთნელ პროცესს ჩამოშორდა, შესაბამისად ის არც სამატჩო განაცხადში ყოფილა. გიორგი ინდივიდუალურ მზადებას სავარაუდოდ სატრენაჟორო დარბაზში გააგრძელებს და მწვანე მინდორს 2021 წელს დაუბრუნდება.

giorgi ratiani 13 დეკემბერი 2020 -21:53