ვერ გაუძლო...

 

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა. ლივერპულის, ასტონ ვილას, ლიონის, პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟერარ ულიე, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. Equipe-ს ჟურნალისტი, ვენსან დიულუკი წერს: „სამი კვირის წინ მან აორტის ანევრიზმის ოპერაცია გადაიტანა.  კვირას შინაც გაწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ავადობას ვეღარ მოერია. „აუცილებლად გამოვუძვრები ამ მდგომარეობას,“ - ეს ყოფილა მისი ბოლო გზავნილი, რომელიც ახლობლისთვის გაუგზავნია.“

მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ კარგა ხანია ცნობილია. გული და მაღალი წნევა აწუხებდა. ასტონ ვილადანაც ნაადრევად ამის გამო წამოვიდა. მანამდე კი, 2001 წელს,  ლივერპულის მწვრთნელობისას, ლიდსის წინააღმდეგ მატჩში ენფილდზე დაემართა გულის შეტევა.

 

 

არცთუ შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, 1973 წელს მწვრთნელობა დაიწყო და სახელი ლანსში მუშაობისას მოიპოვა, 1986 წელს კი პარი სენ-ჟერმენი ქვეყნის  ჩემპიონი გახადა და საფრანგეთის ნაკრებშიც მიიწვიეს.

ჯერ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, 1992-ში კი მიშელ პლატინი შეცვალა ამ პოსტზე. მის სახელს უკავშირდება ფრანგთა ყველაზე დიდი იმედგაცრუება, როცა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში შინ ბულგარელებთან ფრეც აწყობდათ და მაგრამ დამარცხდნენ და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.

შემდეგ ულიე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში მუშაობდა, და მის დიდი წვლილს აღნიშნავენ შემდეგ ფრანგთა აღმავლობაში, 1998 წლის მსოფლიო და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატების მოგებაში.

 

Gerard Houllier: 'It was MY Liverpool team that ruled Europe' - Mirror  Online

 

წარსულში ინგლისურის მასწავლებელი, ლივერპულში 1998 წლის ზაფხულში მივიდა და ერთი ხანი როი ევანსთან ერთდ მუშაობდა. ოთხ თვეში კი ერთპიროვნული მმართველი გახდა. მის სახელს უკავშირდება გუნდში დიდი ცვლილებები, სამი ჰიიპიას, დიტმარ ჰამანისა და ვლადიმირ შმიცერის  მისვლა.

შეცვალა გუნდის ფილოსოფია და ძველ, ლივერპულურს დაამსგავსა. მისმა მეთოდებმა წარმატებებიც მალე მოიტანა. 2000-01 წლების სეზონში წითლებმა ქვეყნის ასოციაციის, ლიგისა და უეფას თასები მოიგეს.

ჯანმრთელობის პრობლემამ მართლაც დიდი დაღი დაასვა მის კარიერას. სამწლიანი შესვენების შემდეგ, 2010-ში ის ასტონ ვილაში მივიდა, მაგრამ გულის შეტევების გამო დიდ ხანს ვერ გაჩერდა.

ულიეს ფეხბურთიდან წასვლაში დიდი როლი მისმა მეუღლემ, იზაბელმა ითამაშა.

 

Gerard Houllier dead: Former Liverpool and France manager passes away aged  73 | Evening Standard

 

2011-ში ულიე ამბობდა: „რამდენიმე კვირაში 64-ის გავხდები. წლეულს პირველი ზაფხული იყო, რომელიც მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გავატარე. ახლა მივხვდი, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესია, რათა ოჯახს დიდ ხანს ჰყავდე გვედრში.“

ასევე, არა-ერთხელ უთქვამს: ჩემი სისხლძარღვები და არტერია გაცილებით სუსტია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისა. გული ძლიერი მაქვს, მაგრამ არტერიებმა შეიძლება მცირე სტრესსაც ვერ გაუძლოსო...

ვერ გაუძლო...