დრიბლინგის ბიჭი! კვარაცხელია ევროპის ტოპ-ახალგაზრდებში

საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა instat-ის პროგრამაზე დაყრდნობით გამოავლინა 2000 წელს დაბადებული და უმცროსი ფეხბურთელების რეიტინგი სხვადასხვა კომპონენტებში. ევროპის 30 ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გარდა ტოპ-5 ლიგისა, რომლებსაც სეზონში მინიმუმ 450 წუთი აქვთ ნათამაშევი.

 

საუკეთესო დრიბლიორი? აბა, გამოიცანით... დიახ, ხვიჩა კვარაცხელია. ყაზანის რუბინის ქართველი საუკეთესოა ამ კომპონენტში მთელი ევროპის მასშტაბით (გარდა 5 ლიგისა)! ოღონდ 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის.

 

სულ, სხვადასხვა კომპონენტში გამორჩეული 10 ახალგაზრდა ფეხბურთელი წერია და მათ შორისაა ხვიჩაც. აქ ვხედავთ ზალცბურგის უნგრელ შობოშლაის, აიაქსელ გრავენბერხსა და სხვებს...