დინამომ ლიგა მარცხით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, თბილისის დინამომ იტალიურ ბრეშას შეხვდა. მატჩი უნგრეთში გაიმართა და იტალიელთა სასარგებლოდ 15:9 დასრულდა. 

 

ქართულმა გუნდმა წააგო, მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. დინამომ გაცილებით ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თავი კარგად წარმოაჩინა და რიგ ეპიზოდებში მშვენივრადაც გამოიყურებოდა. მცირე ჩავარდნაც იყო, თუმცა ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს. 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი შეკრება ვერ გაიარა, გარდა ამისა რამდენიმე მოთამაშე დაინფიცირებული გახლდათ, რაც კიდევ უფრო უშლიდა ხელს ჩვენს გუნდს . 

 

დინამოს მხრიდან გოლები ბესარიონ ახვლედიანმა, ანდრია ბითაძემ, სანდრო ადეიშვილმა, იოვან სარიჩმა, გიორგი მაგრაქველიძემ და დუშან ვასიჩიმ გაიტანეს, მარკო ელაჩამ კი რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 3 გაიტანა. ახვლედიანი საერთოდაც დებიუტანტი გახლდათ. 17 წლის წყალბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა და როგორც გითხარით გაიტანა კიდეც.

 

თბილისის დინამო მეორე მატჩს ხვალ ბარსელონეტას წინააღმდეგ გამართავს.