რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით 2020 წლის გათამაშებსი გადადებული, მეხუთე ტური 7 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს მატი აქამდე ორჯერ გადაიდო.
ახალი, 2021 წლის გათამაშება კი, რომელიც იმავდროულად 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, სტარტს 6-7 მარტს აიღებს. თუმცა, დანარჩენი ოთხი ტური, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ივლისის ტესტების დროს გაიმართება. შეჯიბრების კალენდარი თებერვლის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
ეს სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებს შანსს ართმევს ივლისის ტესტებზე შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს დაუპირისპირდეს.
The new schedule for the remaining round of the men's 2020 Rugby Europe Championship and the 2021 schedule has been revealed. https://t.co/ljcWBUlV76 pic.twitter.com/caqQzqMwRp