დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე თამაშიც წააგო

თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდს ბარსელონეტას დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანელთა სასარგებლოდ 17:5 დასრულდა. 

 

წყალბურთის ევროპული გრანდი დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც გასაკვირი არ ყოფილა. ესპანელები მთელი მატჩი აკონტროლებდნენ თამაშს და დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. დინამო მაქსიმუმს ცდილობდა და იმ პრობლემების ფონზე რაც გუნდს ჰქონდა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველთაგან 2 გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა თითო ბურთი კი გიორგი მესხმა, დუშან ვასიჩმა და ბორის ვაპენსკიმ შეაგდეს. 

 

თბილისის დინამო მესამე ტურის მატჩს ხვალ ჟარდანის წინააღმდეგ გამართავს.