ჯორდანმა თქვა: ჰილი, კობი, შაკი და დანკანი

მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ატერორებდა ლიგას. მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო იყო მანქანა, რომელიც გემოვნებით და დაუნდობლად კლავდა. ყველას. ყველგან.

და, როდესაც ჩიკაგომ მეექვსედ მოიგო ფინალი, მაიკლმა დაისვენა. და, ღმერთს ჰკითხეს - ვინ იქნება შემდეგი? ვინ შეგცვლით, სერ?

მაიკლმა იცოდა პასუხი. და, მაიკლმა დაუფიქრებლად უპასუხა.

გრანტ ჰილი. და, ჰილი იმ პერიოდში ელეგანტური და ჯანმრთელი იყო. ჰილმა ჯორდანის ბოლო რეგულარულში 21.1 ქულა, 7.7 მოხსნა და 6.8 პასი დასვა. კლასიკა.

კობი ბრაიანტი. ლეიკერსის ახალგაზრდა მხატვარი არ იყო დომინანტი, არ იყო შეუცვლელი. მაგრამ ის უკვე ბრექობდა და კობის ლეგენდა იწყებოდა.

შაკილ ო’ნილი. შაკი რჩებოდა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად და შემდეგი სეზონიდან ის უკვე გახდება ლიგის საუკეთესო ცენტრი. ჰაკიმ ოლაჯუონი და დევიდ რობინსონი დაბერდნენ.

მეოთხე მოთამაშე?

ჯორდანმა თქვა, ტიმ დანკანი. დააკვირდით ამ ბიჭს, ის ძალიან სწრაფად იზრდება, ის ძალიან ჭკვიანია და, ალბათ, ფუნდამენტალურად ყველაზე დახვეწილი მაღალია.

და, მაიკლმა გაარტყა.

ტიმი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მეოთხე ნომერი გახდა. და, ტიმის მეტსახელი?

The Big Fundamental.

ჯორდანმა იცოდა.

რომ დანკანი შეუცვლელი და სტაბილური იქნებოდა.

ტიმის პირველ და მაიკლის ბოლო სეზონში (1997/1998) სან ანტონიო და ჩიკაგო ორჯერ შეხვდა ერთმანეთს. ორივე მატჩი ბულზმა წამოიღო და ტიმიმ ლეგენდარული კარიერა დაიწყო.