დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მოიგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა მონტენეგროს იადრან ჰერციგ ნოვის აჯობა - 11:8.

 

დინამო თბილისს ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ქულა აქვს და სწორედ იადრან ჰერცეგთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს (1 მოგება, 2 წაგება). დინამო მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 2021 წლის მარტში ჩაატარებს.

 

დინამო თბილისი - იადრან ჰერციგ ნოვი  11:8 (2:1, 2:3, 3:0, 4:4)

 

გოლები: 1:0 ახვლედიანი, 2:0 ბითაძე, 2:1 ავერკა, 2:2 ბანიჩევიჩი, 3:2 ელაჩა, 3:3 პეტკოვიჩი, 3:4 რადოვიჩი, 4:4 ადეიშვილი, 5:4 სარიჩი, 6:4 ელაჩა, 7:4 ვაპენსკი, 7:5 რადოვიჩი, 7:6 რადოვიჩი, 8:6 ელაჩა, 9:6 ბითაძე, 9:7 ავერკა, 10:7 ვაშიჩი, 11:7 ბითაძე, 11:8 ობრადოვიჩი