რუსეთი დასაჯეს: არც დროშა, არც ჰიმნი...

სპორტულმა არბიტრაჟმა (CAS) მხარი დაუჭირა WADA-ს გადაწყვეტილებას: რუსეთს ორი წლით აუკრძალეს საკუთარი დროშით გამოსვლა და ასევე, საერთაშორისო სპორტული ტურნირების მასპინძლობა. ეს ეხება სპორტის ყველა სახეობას.

 

რუსი სპორტსმენები 2022 წლის 16 დეკემბრამდე ნეიტრალური დროშით გამოვლენ, არ აჟღერდება მათი ჰიმნიც. ასე იქნება გაისად ტოკიოს ოლიმპიადაზე.

 

მიზეზი დოპინგსკანდალია. WADA-მ შარშან გამოუწერა 4-წლიანი დისკვალიფიკაცია რუსებს, შემდეგ კი საქმის განხილვა დაიწყო. არბიტრაჟმა ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, მაგრამ 2022 წლის დეკემბრამდე შეამცირა.

 

https://www.ua-football.com/foreign/russia/1608216385-oficialno-rossiyu-na-dva-goda-otstranili-ot-mezhdunarodnyh-sorevnovaniy.html