ვინ გააჩერებს სერენას?

უმცროსი უილიამსი მეოთხე წრეშია

ვეტერანი ამერიკელი ჩოგბურთელი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ლეგენდა, სერენა უილიამსი მელბურნის კორტებზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ამჯერად, 37 წლის უილიამსის მსხვერპლი, უკრაინელი დიანა იასტრემსკოი გახდა.

 

უმცროსმა უილიამსმა, მეტოქეს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო და საბოლოოდ - 6:1, 6:2 გააცამტვერა.

 

მომდევნო წრეში, სერენა უილიამსის მოწინააღმდეგე სიმონა ჰალეპი ან მისი უფროსი და ვინუსი იქნება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.