ცვლილებები ჩემპიონის რიგებში - ჩისკო

როგორც შევიტყვეთ თბილისის "დინამო" მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ კვლავ მთავარ მწვრთნელს ცვლის, ჩვენი ინფორმაციით ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაკავებულ პოსტს ტოვებს, მისი შემცვლელი კი გიორგი ნემსაძე იქნება.

 

ნემსაძემ გორის "დილასთან" ერთად დასრულებულ ეროვნულ ლიგაში ბრინჯაოს მედლები და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, მას კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და როგორც ჩანს მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, რაც შეეხება ესპანელ მუნიოსს, ის პირველი ჩემპიონობის მოპოვების შემდეგაც ანალოგიურ სიტუაციაში იყო, შემდეგ რომან ფიფიამ ის კლუბში დააბრუნა, თუმცა როგორც ჩანს მათი გზები მეორე ცდის შემდეგაც ანალოგიურად გაიყრება.

giorgi ratiani 18 დეკემბერი 2020 -16:44