გრილიში იზიდავს... ოთხეული ლონდონის გარეშე

ორი ინგლისური ამბავი: 1. ასტონ ვილას ლიდერმა ჯეკ გრილიშმა გუშინ კიდევ ერთხელ გააძევებინა მეტოქე... ეს ვესტ ბრომვიჩთან, პირველ ტაიმში. გრილიშს ლივერმორი ეუხეშა და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმებით წითელი ბარათი ამოიღო.

 

ასტონ ვილამ 3:0 მოიგო. ზოგადად, ბოლო ერთ წელიწადში მეოთხე შემთხვევააა, როცა გრილიშის წინააღმდეგ უხეშობისთვის აძევებენ ფეხბურთელს. გრილიში ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

 

გრილიში მშვენიერ სეზონს ატარებს: 5 გოლი, 5 ასისტი. ასტონ ვილას თამაში, ფაქტიურად, მასზეა აწყობილი.  

 

2. ამ საუკუნეში და ზოგადად ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ინგლისში შობის წინ, პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში ერთი ლონდონური კლუბიც კი არაა. ლივერპული, ლესტერი, ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი... ასეთია ოთხეული.

 

ორი ტურის წინ მშვენიერი მდგომარეობა ჰქონდა ტოტენჰემს, მაგრამ თამაშები წააგო. ჩელსი ცოტა დაბლაა, არსენალი კი სულაც გასავარდნ ზონასთან ახლოს.