უსწრაფესი ლეაო... იტალიაში კალაძის მაკრატელა გაიხსენეს (+video)

მილანის პორტუგალიელმა შემტევმა რაფაელ ლეაომ 6,76 წამზე გაიტანა გოლი. ეს სასუოლოსთან შეხვედრაში...

 

ეს უსწრაფესი გოლია სერია ა-ს ისტორიაში. აქამდე კი რეკორდი ეკუთვნოდა პაოლო პოჯის, რომელიც პიაჩენცაში თამაშობდა და ფიორენტინას მე-8 წამზე გაუტანა. ეს მოხდა 2001 წელს.

 

იტალიურ საიტებზე კი გაიხსენეს კახა კალაძის გატანილი 2002/2003 წლების სეზონში. ეს იტალიის თასზე, კიევოსთან გასვლაზე 5:2 მოიგო როსონერიმ, კალაძემ კი 39-ე წამზე მაკრატელა შეაგდო!

 

https://www.youtube.com/watch?v=-RzmQ3tVDwU (კალაძის გოლი 1:34 დან)

 

 

 

https://www.ilgiornale.it/news/sport/rafael-leao-nella-storia-suo-gol-pi-veloce-serie-1911195.html