პროგნოზი: მანჩესტერი-ბრაიტონი

პროგნოზი: მანჩესტერი-ბრაიტონი

მანჩესტერი-ბრაიტონი 

დრო: შაბათი, 19 იანვარი, 19:00 საათი

მსაჯი: პოლ ტირნი (ინგლისი)

 

სატურნირო მდგომარეობა

ოლე გუნარ სოლშერის ხელში მანჩესტერ იუნაიტედი შესანიშნავად ათამაშდა. ნორვეგიელი კლუბის ისტორიაში პირველი მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელმაც შეძლო და საწყისი 6 შეხვედრა მოიგო. პირველი დიდი გამოცდა წითელმა ეშმაკებმა ახალი თავკაცის მესვეურობით წინა ტურში ჩააბარეს როდესაც ტოტენჰემ ჰოთსპური შინ, ლონდონში დაამარცხეს (1:0) და ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსი არათუ დაიბრუნეს, არამედ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც იქცნენ. მანჩესტერელებს არსენალის მსგავსად 41 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციას იკავებენ, რაც ერთი საფეხურით მაღლა მყოფი მეთოფეებს კი მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან, სადაც იუნაიტედის მაჩვენებელი შემდეგნაირია - 44:32.

 

იუნაიტედი, რომელიც ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში გოლს არ უშვებს და გუნდის მთავარი მეკარე დავიდ დე ხეა შესანიშნავ ფორმაშია, ოლდ ტრაფორდზე 9 შეხვედრაა არ დამარცხებულა, აქედან 6 კი გამარჯვებით დაასრულა. 

 

 

ბრაიტონი 26 ქულა ფლობს და მე-13 ადგილს იკავებს ბურთების შეფარდება 24:30. გუნდი ნორმალურ ფორმაშია, ბოლო 5 მარტიდან ბრაიტონმა მხოლოდ ერთი წააგო და ისიც წინა ტურში, მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ლივერპულთან (0:1). სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან ბრაიტონმა 2 მოიგო სამჯერ კი დამარცხდა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ და 2-2 მოგება გაინაწილეს. აქედან სამ მატჩში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო.

 

სავარაუდო შემადგენლობა

მანჩესტერი: დე ხეა, შოუ ჯონსი, ლინდელოფი, იანგი პოგბა, მატიჩი, ერერა, მარსიალირაშფორდილინგარდი.

მთავარი მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლშერი (ნორვეგია).

 

ბრაიტონი: ბატონი მონტოია დანკიდიუფიბონგიმარჩი სტეფენსი, პრიოპერილოკადიაგრობი, მარი.

მთავარი მწვრთნელი: კრის ჰიუტონი (ირლანდია).

 

პროგნოზი

წინა ტურში ლივერპულთან დამარცხებით ამ შეხვედრის სტუმრებმა 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს. გასაკვირია თუმცა ბრაიტონი სტუმრად გაცილებით უკეთ თამაშობს ვიდრე შინ. მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან ბრაიტონმა ორი მატჩი მოიგო ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.

 

სამმატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია, რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ესპანელი მეკარე ბრაიტონისგან გოლს არ გაუშვებს.

 

რაც შეეხება შეტევას, წითელი ეშმაკების ახალგაზრდა ვარსკვლავები რაშფორდი, პოგბა, მარსიალი და ლუკაკუ, საკუთარ სტატისტიკას ყოველდღიურად აუმჯობესებენ და ბომბარდირობისთვისაც კი იბრძვიან.

 

მანჩესტერი გოლს არ გაუშვებს @

მანჩესტერი მინიმუმ ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგებს @1.83