დინამო თბილისს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი ნემსაძე დინამო თბილისის ახალი მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ გუნდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნემსაძემ ჩიხკო მუნიოსი შეცვალა, რომელმაც უოტფორდი ჩაიბარა. 

 

ნემსაძე ბოლოს გორის დილაში მუშაობდა, რომელმაც გორელები ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ ნემსაძე წლების მანძილზე დინამო თბილისის და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იყო. 

 

"დიდი მადლობა ხელმძღანელობას ნდობისთვის. დინამოს მწვრთნელობა დიდი პასუხისმგებლობაა. მიზანი ცხადია ჩემპიონობა და თასის მოგება იქნება. 

 

გუნდში რადიკალური ცვლილებები არ იქნება, გარკვეულ პოზიციებზე გაძლიერება იქნება. გუნდის შეთამაშებაზე და თამაშის დახვეწაზე ვიქნებით კონცენტრირებულები. 1 გუნდის სწრაფი თამაში ჩემპიონატის დონეს ვერ შეცვლის. 

 

დიდი სურვილია, რომ დინამოში გუნდის აღზრდილებმა ითამაშონ, თუმცა ეს უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. ფეხბურთელების დამატებაზე ვფიქრობთ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ."-განაცხადა ნემსაძემ