არველაძეებმა და გოჩა ტყებუჩავამ ფახთაქორი დატოვეს

შოთა არველაძემ ფახთაქორი დატოვა. ფახთაქორში ასევე აღარ იქნებიან არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა. ჯერ-ჯერობით უცნობია სად გაგრძელდება ქართველი სპეიცალისტის კარიერა, თუმცა ცნობილია, რომ მას შემოთავაზებები თურქეთიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან აქვს. 

 

ქართველებმა უზბეკური გუნდი 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარეს და ფახთაქორთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი (2), თასი და ლიგის თასი მოიგეს. 

 

ფახთაქორის გარდა შოთა არველაძე ქაისერსპორი, ქასიმფაშა, ტრაბზონსპორი და თელ-ავივის მაკაბიც მწვრთნელიც იყო.