ერთადერთი დელ ბოსკე... თბილისი, 1981

ვისენტე დელ ბოსკეს დაბადების დღეა - 70 წლის გახდა. მწვრთნელი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგაც (ორჯერ), მსოფლიო ჩემპიონატიც და ევროპის ჩემპიონატიც. მსგავსი მიღწევა კი არავის არ ჰქონია.

 

იმ დღეს, სანამ თბილისის დინამო ლონდონში ვესტ ჰემს გაანადგურებდა (4:1), რამდენიმე საათით ადრე თბილისში მოსკოვის სპარტაკი ეთამაშებოდა მადრიდის რეალს. ეს 1981 წლის 4 მარტს... ეს იყო ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალის პირველი თამაში, რომელიც 0:0 დასრულდა. მადრიდში კი რეალმა 2:0 მოიგო. იმ წელს ჩემპიონთა თასი ლივერპულმა ასწია.

 

როგორც იცით, რუსული გუნდები არცთუ იშვიათად თამაშობდნენ თბილისში - ყინვების გამო დეკემბერსა და მარტში აქ ირჩევდნენ მასპინძლობას.

 

ქვედა ფოტოზე რეალის გუნდური ფოტოა თბილისში. 30 წლის დელ ბოსკე შეცვლაზე შევიდა. რეალს ჰყავდა სანტილიანა, გალიეგო, შტილიკე, კამაჩო, ხუანიტო და სხვები... მწვრთნელი კი ცნობილი ვუიადინ ბოშკოვი გახლდათ.

 

სპარტაკში კი ორმა ქართველმა ითამაშა: მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებმა.

 

ვისენტე დელ ბოსკე იმის შემდეგ ერთხელ კიდევ ჩამოვიდა საქართველოში. 2012 წლის სექტემბერში მისმა გაწვრთნილმა ესპანეთმა საქართველო ბოლოსღა გატეხა - სოლდადოს გოლით 1:0...

 

ტკბილადაც გაგვახსენდება: 2016 წლის 7 ივნისს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ქართველებმა ამხანაგურში 1:0 იმარჯვეს. ყაზაიშვილი-ჯიღაური-ოქრიაშვილის კომბინაცია და შოკი-გოლი.

 

ახალი კი სხვა რა დავწეროთ დელ ბოსკეზე? ოთხი წელია, რაც დამსახურებულ პენსიაზეა.