ტიაგუ ბრუბდება

ლივერპულის ახალწვეული, ტიაგუ ალკანტარა ტრავმას იშუშებს და უკვე საერთო ჯგუფშიც დაიწყო ვარჯიში. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ის მალე დაუბრუნდება გუნდს, თუმცა კონკრეტულად ვის წინააღმდეგ მატჩში, არ ზუსტდება.

მოგეხსენებათ, 29 წლის ბრაზილიელ-ესპანელი მერსისაიდულ კლუბში წლეულს 18 სექტემბერს გადავიდა 22 მილიონ ევროდ, მაგრამ სულ რამდენიმე მატჩის გამართვა მოასწრო და 17 ოქტომბერს პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში ევერტონის წინააღმდეგ, მუხლის ტრავმა მიიღო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

 

No description available.

 

წითლების მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ერთობ გამოუკეთდა გუნება, როცა ყოფილი ბაიერნელის უკეთ ყოფნის ამბავი შეიტყო. იხუმრა კიდეც: თითქმის არ უთამაშია და ბარემ იანვარში გვეყიდა. მაგრამ ბედნიერი ვარ რომ მალე დაგვიბრუნდებაო.

ზაალ მუჯირი 24 დეკემბერი 2020 -18:42