დინამომ ესპანელი მეკარე დაიმატა

თბილისის დინამომ 25 წლის ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი დაიმატა. კონტრაქტი ერთწლიანია. ამის შესახებ დინამოს საიტი წერს.

პერალესი ესპანეთის ქვედა დივიზიონების კლუბებში იყო. ელჩე ბ, პუერტოლიანო, კონსტანცია, ატლეტიკო ბალეარესი, ხიმნასტიკი, ბადალონა...

 

დინამოში მეკარეებად დარჩნენ სტეფან სიკაჩი და პერალესი. ასევე, 2000 წელს დაბადებული გიორგი მამარდაშვილი.