ზვერევის პირველი

მეოთხედფინალში გასასვლელად, ალექსანდრე ზვერევი კანადელ მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება

რუსი წარმომავლობის გერმანელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში პირველად გავიდა. ალექსანდრე ზვერევი, მელბურნის კორტებზე აქამდე მესამე წრის იქით არ წასულა, წლეულს კი უკვე მერვედფინალშია.

 

ზვერევმა, რომელიც რეიტინგის მეოთხე ნომერია, ავსტრალიელი ბოლტი მარტივა - 6:3, 6:3, 6:2 დაამარცხა. ზვერევმა მეტოქის დამარცხებას 2 საათზე ნაკლები მოანდომა და ჯამში 14 ეისიც მოუწოდა.

 

მეოთხედფინალში გასასვლელად, ალექსანდრე ზვერევი კანადელ მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.