Sky Sports-მა პრემიერლიგის საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა

პოპულარულმა გამოცემა Sky Sports-მა პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ტრანსფერი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუს სპორტინგიდან მანჩესტერში გადასვლაა, მეორეზე ტიერი ანრის იუვენტუსიდან არსენალში გადაბარგება, სამეულს კი ერიკ კანტონას ტრანსფერი ასრულებს, რომელიც ლიდსიდან მანჩესტერში გადავიდა. 

 

Sky Sport-ის ვერსიით პრემიერლიგის 10 საუკეთესო ტრანსფერი შემდეგნაირად გამოიყურება:

 

1. კრიშტიანუ რონალდუ (სპორტინგი - მანჩესტერ იუნაიტედი)

 

2. ტიერი ანრი (იუვენტუსი - არსენალი)

 

3. ერიკ კანტონა (ლიდსი - მანჩესტერ იუნაიტედი)

 

4. ფრენკ ლამპარდი (ვესტ ჰემი - ჩელსი)

 

5. როი კინი (ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ იუნაიტედი)

 

6. დიდიე დროგბა (მარსელი - ჩელსი)

 

7. სოლ კემბელი (ტოტენჰემი - არსენალი)

 

8. უეინ რუნი (ევერტონი - მანჩესტერ იუნაიტედი)

 

9. ვინსენ კომპანი (ჰამბურგი - მანჩესტერ სიტი)

 

10. ალან შირერი (ბლექბერნი - ნიუკასლი)