პოჩეტინოს მესი უნდა

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. დიდი ალბათობით ტომას ტუხელს მარუსიო პოჩეტინო შეცვლის, რომელზეც იწერება რომ თანახმაა გუნდი ჩაიბაროს. L'Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ-ში პოჩეტინოს დანიშვნის შემთხვევაში, არგენტინელის მთავარი მიზანი ბარსელონადან ლეო მესის გადაბირება იქნება. 

 

მესის ბარსელონასთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს. ბლაუგრანადან წასვლა მას ზაფხულშივე სურდა, თუმცა არ გამოუვიდა. 33 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ახლოს იყო. არახალია რომ, ქალაქელთა მაისურის მორგება და გვარდიოლასთან მუშაობა თავად მესისაც სურს. 

 

რაც შეეხება პსჟ-ს ამჟამინდელ სიტუაციას, გუნდი ლიგა 1-ში მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი ბარსელონას შეხვდება.