ანჩელოტი: ასეთს არ ველოდი

კარლო ანჩელოტიმ შეფილდ იუნაიტედი-ევერტონის მატჩის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ ასეთ წარმატებულ სეზონს არ ელოდა.

 

„მოთმინება გამოვავლინეთ და გოლი გავიტანეთ. ყველა მატჩი რთულია და ვიტყოდი, რომ შეფილდელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი მეორე ადგილზე ვართ, რასაც სეზონის წინ არ ველოდით. ახლა კი უნდა ვეცადოთ, რომ ლიდერთა ზონაში ადგილი შევინარჩუნოთ.

 

...კარგი შემადგენლობა გვყავს. ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ და შედეგიც უკეთესია. ახლა უკვე იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდა ვიფიქროთ.

 

...მიხარია, რომ აქ ვარ: ზუსტად საჩემო კლუბია, ძლიერი და ოჯახური გარემოთი. ვცხოვრობ ქალაქის ლამაზ რაიონში, ამიტომაც ვიტყოდი, რომ გამიმართლა“.