საახალწლო საჩუქრები... GFF Awards

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება (GFF Awards) 29 დეკემბერს გაიმართება. პანდემიისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაჯილდოება შეცვლილი ფორმატით შედგება.

 

ფედერაცია 29 დეკემბერს 11:00 საათიდან სოციალური ქსელების საშუალებით დაასახელებს საუკეთესოებს. სრული ჩამონთვალი კი GFF.GE-ზე განთავსდება.

 

GFF Awards 2020-ის ნომინაციები:

 

2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლი

2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი

2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე

2020 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი


ტრადიციულად, სპეციალური ჯილდო გადაეცემათ საფეხბურთო მოღვაწეებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ასევე დააჯილდოვებენ მასობრივი ფეხბურთის აქტივობით გამორჩეულ ადამიანს.

 

2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

 

მიმდინარე წელს ტრადიციულად კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ლიგა 2-ის საუკეთესოები გამოვლინდებიან. 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაჯილდოება, ასევე ონლაინ რეჟიმში, 28 დეკემბერს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, შარშან წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა ჯაბა კანკავა, შარშანწინ კი - გიორგი ჩაკვეტაძე. ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, შარშან საუკეთესო იყო ჯოვინო ფლამარიონი, შარშანწინ - გიორგი გაბედავა.