არსენალი იოზილს ითხოვს

უკვე დიდი ხანია, რაც მესუთ იოზილი უთამაშებელია. თამაშს ვინ ჩივის, მეთოფეთა შემტევი ამ სეზონში არსენალის განაცხადში არ მოხვედრილა. ამის მიზეზი მისი და მიკელ არტეტას დაძაბული ურთიერთობაა. 

 

ბოლო ინფორმაციით, არსენალის ფეხბურთელებს სურთ, რომ იოზილი კვლავ იხილონ გუნდის განაცხადში და თამაშშიც ჩაერთოს. ამის შესახებ The Thelegraph-ი იუწყება. მეთოფეები ამჩნევენ, რომ იოზილი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და თვლიან, რომ ამ რთულ სიტუაციაში მას გუნდის დახმარება შეუძლია. ლონდონელებს მართლაც რთული ვითარება აქვთ. მეთოფეები პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე არიან. 

 

იოზილი არსენალში 2013 წლის ზაფხულში რეალიდან გადავიდა. გერმანელ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.