Globe Soccer-მა საუკუნის მწვრთნელი დაასახელა

Globe Soccer-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, პეპ გვარდიოლა 21-ე საუკუნის საუკეთესო სპეციალისტად იქნა დასახელებული. ესპანელმა ხმების 34% მიიღო, მეორეზე 30%-ით ზინედინ ზიდანი გავიდა, მესამე ადგილოსანმა სერ ალექს ფერგიოსუნმა 27% მიიღო, ჟოზე მოურინიომ კი 8%-ით მეოთხეზე გავიდა.

 

გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა ბარსელონაში დაიწყო, შემდეგ იყო მიუნხენის ბაიერნი, ახლა კი მანჩესტერ სიტიში მუშაობს. ლა ლიგასთან (3), ბუნდესლიგასთან (3) და პრემიერლიგასთან (2) ერთად მან ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივეჯერ ბარსელონას თავკაცის პოსტზე.