ეროვნული ლიგის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სიმბოლური გუნდი გამოავლინეს. თერთმეტეულში ყველაზე მეტი 4 წარმომადგენელი ლოკომოტივს ჰყავს, 2-2 ფეხბურთელი თბილისის და ბათუმის დინამოებს, თითო მოთამაშე კი თელავიდან, საბურთალოდან და გორის დილადან არიან.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (თელავი), ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), დავით კობოური (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნოდარ ქავთარაძე (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი).