სიხარულიძე, ჭიაბრიშვილი - ლოკომოტიველები საუკეთესოები არიან

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელიც და ფეხბურთელიც ლოკომოტიველები გახდნენ: შესაბამისად, გიორგი ჭიაბრიშვილი და ირაკლი სიხარულიძე.

 

ლოკომოტივი ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა და თასიც ვერ მოიგო, მაგრამ სწორედ ეს კლუბი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ევროტურნირებზე. ვინ ელოდა, რომ ჯერ რუმინულ უნივერსიტატიას, მერე კი მოსკოვის დინამოს გამოთიშავდნენ ევროპა ლიგაზე?ორივე 2:1, ერთნაირი სცენარითა და მიმდინარეობით... სიხარულიძემ ორივე თამაშში გაიტანა გოლი.

 

ლოკოს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, გააზრებული თამაში და დისციპლინა ჩანდა.

 

აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჭიაბრიშვილი თავიდანვე არ ყოფილა ლოკოს მწვრთნელი. შემდეგ მივიდა, ლევან კორღალიძისა და სოსო ფრუიძის წასვლის მერე...

 

(ლოკომოტივის პრესსამსახურის ფოტოები)