ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა არსენალთან მარცხი (1:3) ასე შეაფასა
"პირველ ნახევარში, სეზონში ყველაზე ცუდი ფეხბურთი ვითამაშეთ. ხასიათი ვერ გამოვავლინეთ. ბოლო ოთხ თამაშში 3 წავაგეთ და 1 მოვიგეთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.
ვიღაცები ამბობდნენ, რომ ტიტულის მოგების ფავორიტები ვართ, მაგრამ ამას არასდროს ვეთანხმებოდი, რადგან - არ ვართ! დრო სჭირდება, რომ ის გაკვეთილები ავითვისოთ, როგორიც არსენალთან შეხვედრის მსგავს მატჩებში გვჭირდება," - თქვა ფრენკიმ