კვარაცხელია წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა

სფფ-ს ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. ხვიჩას პროგრესი თვალშისაცემი იყო. იგი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა როგორც ყაზანის რუბინში, ასევე საქართველოს ნაკრებში. კვარაცხელიას გარდა ნომინანტთა სიაში ჯაბა კანკავა და დავით ხოჭოლავაც იყვნენ. 

 

კვარაცხელიას მაისიდან ბევრად უკეთესი იყო. იგი რუსეთის ჩემპიონატის ერთერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ხვიჩა ნაკრებშიც არაჩვეულებრივი გახლდათ, ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი მან სწორედ წელს გაიტანა, როცა ჩრდილოეთ მაკედონიის კარი აიღო.