მესის ფული რად უნდა

ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 21 იანვარს გაიმართება. ძირითადი კანდიდატი ორია - ჟოან ლაპორტა (რომელიც კლუბს 2003-10 წლებში თავკაცობდა და წინა არჩევნები ხოსეპ მარია ბართომეუსთან წააგო) და ვიკტორ ფონტი.

ლაპორტა ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. აი, გუშინაც ჟურნალისტებს კლუბის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

„ფინანსური სიძნელეები და გაურკვევლობა კლუბის ხელმძღვანელობის ცუდი მუშაობის შედეგია. მართალია, ყველაფერი კოვიდპანდემიამ დაამძიმა, მაგრამ პრობლემები მაინც მენეჯმენტის უხეირო გარჯის შედეგია.

 

FC Barcelona - La Liga: Laporta outlines his plan: I want Barcelona back at  the top of world football | MARCA in English

 

თუმცა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ისევე, როგორც ლეო მესისთან ურთიერთობისა. ახლა ის ახალი პრეზიდენტის არჩევას ელოდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. ეს მახარებს.

რას ვეტყოდი მესის? ამისათვის ჯერ პრეზიდენტი უნდა გავხდე. მერე გავარკვევ რა შესაძლებლობები აქვს კლუბს, რათა სარფიანი წინადადება შევთავაზო.

მას ფული არ სჭირდება, ბარსელონაში თამაში სურს, ოღონდ ისეთ ბარსელონაში, რომელიც კონკურენტუნარიანია, იგებს ჩემპიონთა ლიგას და ქვეყნის ჩემპიონობას. ეს არის მთავარი.“ 

ზაალ მუჯირი 29 დეკემბერი 2020 -16:54