ისკო ინგლისში იჯარით უნდათ

ბოლო დროს ისკოს შესახებ ბევრი იწერება. The Thelegraph-ის ინფორმაციით, რეალის ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა არსენალში გააგრძელოს. აღნიშნული წყარო იუწყება, რომ ლონდონელებს მისი 6 თვით იჯარით აყვანა სურთ. ისკოს რეალის დატოვება თვითონაც უნდა. 22-ე ნომერს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და გარდა ამისა სერხიო რამოსთან კონფლიქტი აქვს. ამ სეზონში ისკომ 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 

 

ისკო რეალში 2013 წელს მალაგადან გადავიდა და თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მას სათამაშო დრო არ აკლდა და ტიტულს ტიტულზე იგებდა, თუმცა ბოლო ხანს სიტუაცია აირია და სათადარიგოთა სკამზე უფრო მეტხანს ატარებს, ვიდრე მოედანზე. 

 

რაც შეეხება არსენალს, გუნდი პრემიერლიგაში 20 ქულით მე-13 ადგილზეა, რაც ლონდონელთათვის სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ არის. ევროპა ლიგის 1/16 ფინალში მეთოფეები ბენფიკას შეხვდებიან.