ხუთი ამბავი 2020-დან

 

 

 

 

 

 

 

ახალი წელი კარს მოგვადგა და ნაირ-ნაირი ამბების შეჯამებისა თუ გახსენების დრო დადგა. ამჯერად გთავაზობთ წლევანდელ ხუთ ამბავს, რომელიც ფეხბურთელებისა და ქომაგების ადამიანურობასა და გამომგონებლებას ეხება.

რონალდუმ თავისი სასტუმროები საავადმყოფოებად გადააკეთა

9 მარტს კრიშტიანუ რონალდუ მშობლიურ მადეირაზე გაფრინდა, ინსულტგადატანილი დედის მოსანახულებლად და კარგა ხნით დარჩა. მის იუვენტუსელ თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინეს. საერთოდ, იმ დროს იტალიაში ძალიან მძიმე პანდემიური მდგომარეობა იყო და რონალდუმ კლუბს აცნობა, რომ პორტუგალიაში, თვითიზოლაციაში დარჩებოდა და მოგვიანებით დაბრუნდებოდა ტურინში.

კრიშტიანუმ შემდეგ მაინც გადაიტანა კორონავირუსი, თუმცა გაზაფხულზე გადარჩა.

სამშობლოში ყოფნისას მან ორი თავისი სასტუმრო საავადმყოფოებად გადააკეთა. ერთი ლისაბონის ცენტრში, მეორე მშობლიურ ქალაქ ფუნშალეში. ჩვეულებრივ, ამ სასტუმროებში ღამე 120 ევრო ღირს. მაგრამ, ავადმყოფებისთვის და კარანტინში მყოფთათვის ყველაფერი დღემდე უფასოა. ისევე, როგორც მკურნალობა. ექიმებსაც ხელფასს კრიშტიანუ უხდის.

 

Cristiano Ronaldo's hotel calls transforming into hospital story fake | The  SportsRush

 

მუყაოს ფანატების აქცია ბუნდესლიგაში

მიონხენგლადბახის ბორუსიის ქომაგმა, ინგო მიულერმა იცოდა, რომ საყვარელი გუნდის თამაშს კიდევ კარგა ხანს ვერ დაესწრებოდა და თავისი წუხილი მეუღლეს გაანდო. საზრიანმა ქალბატონმა ხუმრობით ურჩია თავისი ფოტო ამოებეჭდა და  კლუბში მეგობრებისთვის ეთხოვა, მუყაოზე მიკრული სურათი ერთ-ერთ სკამზე დაედოთ. ასეც მოიქცა.

კლუბის ხელმძღვანელობას ინგოს იდეა მოეწონა და განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გულშემტკივრებს იმავეს ურჩევდა.

ქომაგები ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სიახლეს და აქტიურად დაიწყეს საკუთარი სურათების გაგზავნა. მით უმეტეს, რომ ეს ხუმრობა სულ რაღაც 19 ევრო უჯდებოდათ.

საბოლოოდ, ბორუსია-პარკზე 13 ათასი მუყაოს გულშემატკივარი განთავსდა.

ავსტრალიელი მეკარე ტყეებში გაჩენილ ხანძარს შეეწია

მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა ადრე გაზაფხულზე ავსტრალიის ტყეებში გაჩენილი კატასტროფული ხანძრების მიზეზით.

ბრაიტონის ავსტრალიელმა მეკარემ, მეთიუ რაიანმა, თავის ტვიტერის გვერდზე საქველმოქმედო აქციის შესახებ დაწერა. პრემიერლიგაში მეკრეების მიერ შესრულებულ ყოველ მოგერიებაზე ის 500 ავსტრალიურ დოლარს (380 აშშ დოარი) ჩარიცხავდა ერთ-ერთ საქველმოქმდო ფონდში, რომელიც ხანძრიანობის წინააღმდეგ იბრძოდა.

 

Sideline Cut: Marcus Rashford proves himself a leading man off the pitch  also

 

რაშფორდმა მთავრობას სთხოვა და დიდი ბრიტანეთის ბავშვებს დაეხმარა

მანჩესტერ იუნატედის შემტევმა, მარკუს რაშფორდმა, ბრიტანეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ ზაფხულის არდადეგების დროს, ნაკლებშემოსავლიანი ოჯახების შვილებისთვის დახმარების ვაუჩერების სისტემა გაეფართოვებინათ.

როცა ეს წინადადება მოიწონეს, რაშფორდმა ქვეყნის მთავრობაში კიდევ ერთი წერილი აფრინა, რომელშიც ამ პროექტის გახანგრძლივება მომავალ სასწავლო წლამდე სთხოვა.

მანემ ლივერპულის უნიკალურ ქომაგს ნატვრა აუსრულა

ეს საინტერსო ამბავი სულ ახლახან მოხდა. პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში. ლივერპულმა სტუმრად კრისტალ პალასი 7:0 დაამარცხა. მეორე ბურთი სადიო მანემ გაიტანა.

სენეგალელს უყვარს ხოლმე გოლების სხვადასხვაგვარად აღნიშვნა. ხან პარტნიორებს ბაძავს, ხან ვის და ხან ვის.

ამჯერად სადიომ ლივერპულის უნიკალური ქომაგისთვის ლი სუონისვის შეპირებული მოძრაობა გამოსახა და დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანი ერთობ გაახარა.

Crystal Palace v Liverpool: Sadio Mane was visibly upset after being  replaced by Mohamed Salah | GiveMeSport