ჩაკეტეთ ზონები - ატლეტიკოს 9 წელია ხეტაფესთან გოლი არ გაუშვია...

ბოლოს, ატლეტიკომ ხეტაფესთან გოლი 2011 წლის 7 ნოემბერს გაუშვა. ეს თამაში მადრიდელთა მარცხით - 2:3 დასრულდა. ამავე წლის 23 დეკემბერს, როხიბლანკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გახდა. ამის შემდეგ, ხეტაფეს გოლი ვეღარ გაიტანა.

 

* ამ პერიოდში, საერთო ჯამში, ატლეტიკოს სასარგებლოდ, ბურთების შეფარდება 34:0-ია. ყველაზე დიდი გამარჯვება 2013 წელზე მოდის - 7:0. ამის შემდეგ ერთმანეთში 12 თამაში ჩაატარეს და ისინი თითქმის სულ 1:0 ან 2:0 დასრულდა.

 

* კოპა დელ რეიზე მხოლოდ 2 თამაში შედგა, დანარჩენი ლა ლიგაში. 

 

* უგოლო ფრე ორ შეხვედრაში დაფიქსირდა, 2013 წელს, ჯერ თასზე, შემდეგ ჩემპიონატში. 

 

* ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება მარტში გველოდება, ხეტაფეში.

 

"ხეტაფესთან ადვილი არასდროს არის," - თქვა ბოლო მატჩის შემდეგ სიმეონემ. 25 წლის შემდეგ პირველად, ატლეტიკო საშობაოდ ლა ლიგის ცხრილის სათავეშია. მაშინ ატლეტიკო ჩემპიონი გახდა, ჩოლო კი იმ გუნდში თამაშობდა. 

 

ფეხბურთელთა შორის, ამ შედეგის მთავარი შემოქმედი ლუის სუარესია. 33 წლის ურუგვაელმა ლა ლიგის 11 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.