ბასკეთიდან თურქეთამდე... როგორია ქართული ფეხბურთი ხარის წელიწადში?

2021 - ხარის წელი. როგორი იყო ხარის წელიწადი ქართული ფეხბურთისთვის? გადავხედეთ, საინტერესო ამბები ამოვკრიფეთ, მოკლედ გადმოგეცით და თქვენც გადახედეთ.

 

1925. დაარსდა თბილისის დინამო

 

1937. თბილისის დინამოს ბასკეთის ნაკრები  ესტუმრა, ბასკეთი კი ესპანეთის საუკეთესო საფეხბურთო მხარე იყო. უდიდესი ინტერესი საქართველოში... დინამომ 0:2 წააგო. ამ წელს დაიბადა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი. ასევე, გივი ჩოხელი, ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია.

 

და კიდევ, დინამო დიდხანს ლიდერობდა სსრკ ჩემპიონატში,. საბოლოოდ კი მეოთხეზე გავიდა. თასის ფინალში კი 2:5 წააგო მოსკოვის დინამოსთან.

 

1949. დინამო ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა. ამ წელს დაიბადა დინამოს მომავალი კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე.

 

1961. დინამო ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა, მაგრამ ისტორიული მოვლენა მოხდა: ქუთაისის ტორპედომ მოიგო ქვედა ლიგა და პირველად მოიპოვა უმაღლესის საგზური.

 

1973. დინამომ უეფას თასზე ორი ეტაპი გადალახა და მერვედფინალში გავარდა ტოტენჰემთან: 1:1, 1:5. ამ წელს დაიბადნენ საქართველოს ნაკრების მომავალი ლიდერები: გიორგი ქინქლაძე, შოთა და არჩილ არველაძეები...

 

1985. დინამო ჩემპიონატში მერვეზე გავიდა, ხოლო ქუთაისის ტორპედო - მეთერთმეტეზე. თბილისში, დინამოსა და ლოკომოტივის სტადიონებზე ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) ყველაზე ძლიერი ჯგუფის მატჩები. საბოლოოდ, სწორედ „თბილისელები“ გავიდნენ ფინალში: ბრაზილია-ესპანეთი და სამხრეთამერიკელებმა 1:0 მოიგეს.

 

1997. საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურში 7:0 მოუგო სომხეთს. ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადი ნაკრების ისტორიაში. კარგი იყო გამარჯვება პოლონეთთან (3:0) და იტალიასთან ფრეც (0:0).

21-წლამდელთა ნაკრებმა კი 2:0 აჯობა იტალიას და საერთოდაც, ჯგუფში მათ გაუსწრო. მეორეზე გავიდა და ინგლისს ჩამორჩა.

 

2009. საშინელი წელი. მთავარმა ნაკრებმა ექტორ კუპერის მწვრთნელობით 10 მატჩი ჩაატარა და ვერცერთხელ ვერ მოიგო! ერთადერთი გამონათება - ოთარ გაბელიას 21-წლამდელებმა ზესტაფონში 4:0 გაანადგურეს თურქეთი.