ბაიერნის მცველს, დავიდ ალაბას რეალში გადასვლა სურს. ამაზე ფაბრიციო რომანო წერს.
წყაროს მიხედვით, ავსტრიელს წინადადება 5 კლუბისგან ჰქონდა, მაგრამ მისი სურვილი მხოლოდ ბლანკოსში თამაშია.
მადრიდელებს ტრანსფერის დადასტურება შემდეგ კვირაშივე სურთ, რისი წინააღმდეგიც ბაიერნი არ არის. ავსტრიელი წელიწადში 10 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, კონტრაქტი კი 4 წელზეა გათვლილი.
ალაბას მიუნხენელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელიც კლუბს ამის შემდეგ შეიცვლის.